ტრანსპორტირება და დაბრუნება
ტრანსპორტირების პოლიტიკა
-
თბილისის ფარგლებში მიტანა ღირს 6 ლარი.
-
ქ. თბლისის ტერიტორიის მიღმა პროდუქციის მიწოდებისათვის გადახდა საჭიროა ვებგვერდზე შეკვეთის გაფორმების დროს - უნაღდო ანგარიშსწორებით ჩვენს საბანკო ანგარიშზე.
-
როგორც წესი, პროდუქციას ვაგზავნით შეკვეთის გაფორმებიდან 2 სამუშაო დღეში.
-
თბილისის ფარგლებს მიღმა პროდუქციის მიწოდება ხდება საქართველოს ფოსტის მეშვეობით 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში. მიწოდების ვადებზე და პროდუქციის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია საქართველოს ფოსტა.
-
მიწოდების ფასის გამოთვლა შესაძლებელია აქ.
-
შეკვეთის მიღება შესაძლებელია მისამართზე: ქ. თბილისი, დ.თავხელიძის, 1, "აფთიაქი". მიღების დრო შეთანხმების საგანია.
დაბრუნების პოლიტიკა
-
სათანადო ხარისხის მქონდე პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მიღების დღიდან 7 დღის განმავლობაში, სასაქონლო ფასეულობის სრულად შენარჩუნებით. პროდუქტის დასაბრუნებლად გააგზავნეთ წერილობითი მოთხოვნა შემდეგ მისამართზე info@lavendershop.ge და მიუთითეთ: შეკვეთის ნომერი და თარიღი, საკონტაქტო ნომერი. ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ 24 საათის განმავლობაში. მოცემული პირობების შესრულების შემდეგ, ავანაზღაურებთ თანხას ან შევცვლით პროდუქტს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. გადაგზავნა ხორციელდება თქვენი ხარჯებით.
თუ გსურთ დაწუნებული საქონლის დაბრუნება, მისი მიღებიდან 24 საათის განმავლოაში გამოაგზავნეთ წერილი info@lavendershop.ge ელფოსტაზე, დაურთეთ პროდუქტის სურათი, რომელზეც კარგად ჩანს წუნი. ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ 24 საათის განმავლობაში. მოცემული პირობების შესრულების შემდეგ ავანაზღაურებთ თანხას 2 სამუშაო დღეში ან გამოვცვლით პროდუქტს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
-
საჩივრის შემთხვევაში, წინასწარი დავების მოგვარება სავალდებულოა. გამოგვიგზავნეთ წერილი info@lavendershop.ge მისამართზე. ჩვენ განვიხილავთ თქვენს პრეტენზიებს და გიპასუხებთ 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
-
თუკი შეთანხმება ვერ მოხერხდება, საჩივარი გადაეცემა განსახილველად საქართველოს. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს.