top of page

ჩვენ შესახებ

პროვანსის სახელგანთქმული ლავანდის ველების მონახულება ყოველთვის ჩემი ოცნება იყო.

და აი, ზაფხულის ერთ თბილ დღეს თვალწინ გადამეშალა იასამნისფერის უამრავ ტონში მოლივლივე უნაპირო ველები. საოცარმა არომატმა არა მარტო სიმშვიდე მომგვარა, არამედ, ერთი შეხედვით, რისკით აღსავსე იდეაც: და რატომ არ უნდა გავაშენო ლავანდის პლანტაცია ჩემთან, ჩემს სამშობლოში, საქართველოში? 

რატომ ლავანდა?

ლავანდა უნიკალური მცენარეა. მის სილამაზესა და სასარგებლო თვისებებს ადამიანები უძველესი დროიდან აფასებდნენ. ის მარტო ბაღებსა და პარკებს როდი ალამაზებს. ლავანდა სამკურნალოა და გვიცავს, გვამარაგებს ეთეროვანი ზეთით, რომელიც გამოიყენება პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში, ფიტოთერაპიასა და კულინარიაში.  

რატომ საქართველოში?

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის ჩვენი სახლია.

იმიტომაც რომ, საქართველო პრაქტიკულად იმავე განედზე მდებარეობს, რომელზეც პროვანსი, სუბტროპიკულ ზონაში.  

გარდა ამისა, საქართველოში ეთერზეთოვანი კულტურების მოყვანა-მოშენების უძველესი ტრადიციები არსებობს.

როგორ იწყებოდა ყველაფერი.

იდეა დაიბადა - ახლა ისღა დაგვრჩენოდა, ცხოვრებაში გაგვეხორციელებინა იგი. ყველაფერი იდეალური ნაკვეთის ძებნით დაიწყო და 2014 წლის ბოლოს ჩვენ ის ვიპოვეთ საქართველოში, სიღნაღის რაიონის სოფ. ნუკრიანის მახლობლად. მდებარეობა, ფართობი (დაახლოებით 5 ჰა), ნიადაგის შემადგენლობა, ექსპოზიცია, რელიეფი - ყველაფერი ისეთი იყო, როგორც ჩვენ გვსურდა.

შემდეგ მცენარეების მომზადება გველოდა წინ.  

იმ დროისათვის საქართველოში არ არსებობდა არანაირი სანერგე, სადაც შევძლებდით ლავანდის ნერგების ყიდვას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, გვეცადა, თესლიდან გაგვეზარდა სარგავი მასალა.

ვიყიდეთ ჩილესა და საფრანგეთში აღებული თესლი და დავთესეთ ტორფის აბებში.

2015 წლის გაზაფხულზე წამოზრდილი ღივი გადავრგეთ ქოთნებში; მათ მთელი ზაფხული ორანჟერეაში გაატარეს.

ხოლო იმავე წლის შემოდგომაზე დაახლოებით 4000 ძირი უკვე მოძლიერებული ნერგი გადავრგეთ მომზადებულ, 1 ჰექტარის ფართობზე გაშლილ პლანტაციაში.

პლანტაციის ფორმირება და მოვლა.

მთელი 2016 წლის მანძილზე ჩვენ ვამუშავებდით მწკრივთაშორის მიწას, ვებრძოდით სარეველებს, ვსხლავდით ბუჩქებს, ვავსებდით დანაკარგებს. ამასთან, არ ვიყენებდით არავითარ ჰერბიციდებს და არ ვანოყიერებდით ნიადაგს არანაირი სასუქებით. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ლავანდა აბსოლუტურად ორგანული და ეკოლოგიურად სუფთაა.

ჩვენი მცდელობის შედეგად, ლავანდის ბუჩქები კარგად იზრდებოდა, ყვაოდა და ყველას ახარებდა თავისი არომატით. განსკუთრებით ხარობდნენ ფუტკრები.

აღფრთოვანება. ფესტივალი.

და აი, თითქმის 3 წლის შემდეგ, ჩვენმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო. ლავანდა მთელი ძალით აყვავდა და პლანტაციამ თვალწარმტაცი სახე მიიღო. ეს იყო ნამდვილი აღფრთოვანება!

ამ სანახაობით შთაგონებულებმა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს სილამაზე სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა და ყველა მსურველი მოვიწვიეთ სტუმრად პლანტაციაში. 

2017 წლის 1 ივლისს კი საქართველოში ლავანდის პირველი ფესტივალი ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი სათანადოდ არ გამოვიდა, მაგრამ ეს იყო პირველი გამოცდილება.

ჩვენი მისია და მიზანი.

ფესტივალის წყალობით ჩვენ გავიცანით ბევრი ადამიანი, რომელთაც ისევე უყვართ ეს შესანიშნავი მცენარე, როგორც ჩვენ, აშენებენ მას თავის ბაღებსა და აივნებზე.

ჩვენი მისიაა, საქართველოში რაც შეიძლება მეტ ადამიანს შთავუნერგოთ ლავანდის სიყვარული, დავნერგოთ „ლავანდის კულტურა“ და გავაერთიანოთ ლავანდის ყველა მოყვარული.

ჩვენ მიზნად დავისახეთ, ყველა მსურველს მივაწოდოთ ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, რომლებიც ლავანდის ნედლეულზეა დამზადებული, იქნება ეს ეთეროვანი ზეთი, საშე, საპონი თუ მშრალი ყვავილები. 

 

მათ, ვისაც ჩვენი პლანტაციის მონახულება სურს, ვურჩევთ  ეწვიონ ჩვენ მიერ შექმნილ საიტს:

https://www.visitnukrianilavender.ge/main-ge

ტრადიციების დაბრუნება ...

Under construction...

_dsc8325.JPG

რას ამბობს ხალხი...

Nate L.

Landscape designer

“I'm a testimonial. Click to edit me and add text that says something nice about you and your services. Let your customers review you and tell their friends how great you are.”

bottom of page