top of page

მაღაზიის  პოლიტიკა

კლიენტების  მომსახურება

ჩვენ ვცდილობთ ვიზრუნოთ ჩვენს კლიენტებზე

  • ​ყოველთვის ვპასუხობთ ჩვენი კლიენტების სატელეფონო ზარებს.

  • არ ვიძლევით დაპირებებს, თუ არ შეგვიძლია მათი შესრულება.

  • ვუსმენთ კლიენტებს, რათა სწორად ვუპასუხოთ.

  • ვისმენთ ჩვენი კლიენტების საჩივრებს და ვახდენთ მათზე რეაგირებას.

  • ვცდილობთ, სარგებლობა მოვუტანოთ ჩვენს კლიენტებს, მიუხედავად მოგებისა.

კონფიდენციალურობა & უსაფრთხოება

“Lavendershop” არის “ნუკრიანის ლავანდის” პროექტის  ნაწილი, რომელსაც ახორციელებს კომპანია შპს “ინფინიტი ტექნილოჯის ჯორჯია”, ს/კ 404958783.

მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში („პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“) მითითებულია, თუ როგორ იყენებს და იცავს „Lavendershop“-ი ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც აწვდით ვებ-გვერდს lavendershop.ge ან სხვა ინფორმაციას, რომლის მიწოდებაც ხდება „Lavendershop“-ის სერვისების ნაწილის სახით (ერთობლივად “Lavendershop”-ი ან „სერვისები“), როდესაც მათ იყენებთ.

Lavendershop-ი იღებს თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებას. თუ მოგთხოვთ გარკვეული ინფორმაციის მოწოდებას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება თქვენი იდენტიფიცირება Lavendershop-ით სარგებლობისას, გაძლევთ გარანტიას, რომ მისი გამოყენება მოხდება მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ამ განაცხადის შესაბამისად.

თუ ყოყმანობთ ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდებასთან და/ან Lavendershop-ზე თქვენი ინფორმაციის ჩვენებასთან ან სხვაგვარად, ნებისმიერი სახით გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც ნებადართულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ამ პოლიტიკით, მაშინ არ უნდა გახდეთ Lavendershop-ის სერვისების წევრი.

 

რას ვაგროვებთ?

თქვენი წარმატებული რეგისტრაცია და წევრობა დამოკიდებულია შემდეგ ინფორმაციაზე:
-სახელი/გვარი
- ელ-ფოსტის მისამართი

- ტელეფონის ნომერი

- მიწოდების მისამართი.

ამ მინიმალური ინფორმაციის გარეშე ვერ შექმნით „Lavendershop“-ის მომხმარებლის ანგარიშს (ექაუნთს). სხვა პაროლების მსგავსად, უნდა შეარჩიოთ ისეთი პაროლი, რომელიც მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ.

 

როგორ ვექცევით ჩვენს მიერ შეგროვილ ინფორმაციას

ეს ინფორმაცია გვესაჭიროება თქვენი საჭიროებების გასააზრებლად და თქვენთვის უკეთესი სერვისის მოსაწოდებლად, სახელდობრ, შემდეგი მიზნებისთვის:

  • შიდა საქმეთწარმოება.

  • ინფორმაცია შესაძლოა გამოვიყენოთ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად.

  • შესაძლოა, თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე პერიოდულად გამოგიგზავნოთ სარეკლამო ელ-გზავნილები ჩვენი ახალი პროდუქტების, სპეციალური შეთავაზებების შესახებ ან სხვა ინფორმაცია, რომელიც, ჩვენი აზრით, შესაძლოა საინტერესო იყოს თქვენთვის.

  • დროდადრო თქვენი ინფორმაცია, შესაძლოა, ასევე გამოვიყენოთ თქვენთან ელ-ფოსტით დასაკავშირებლად საბაზრო კვლევის მიზნებისთვის. ინფორმაცია შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი ინტერესების შესაბამისად ჩვენი ვებ-გვერდის დიზაინის შესაცვლელად.

 

უსაფრთხოება

ჩვენ ვიღებთ იმის უზრუნველყოფის ვალდებულებას, რომ თქვენი ინფორმაცია იყოს დაცული. არაავტორიზებული წვდომის ან გამხელის პრევენციისათვის გაგვაჩნია შესაბამისი ფიზიკური, ელექტრონული და ადმინისტრაციული პროცედურები, რათა გავუფრთხილდეთ ჩვენს მიერ ონ-ლაინ რეჟიმში შეგროვებულ ინფორმაციას და დავიცვათ იგი.

თქვენი პაროლი დაცულია კოდირებით, ასე რომ მხოლოდ თქვენ გაგაჩნიათ მასზე წვდომა.

როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს?

ვებ-გვერდების უმეტესობის მსგავსად, ქუქი-ფაილებს და ვებ-ლოგ-ფაილებს ჩვენ ვიყენებთ საიტით სარგებლობის უკეთ გასააზრებლად და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად.

ქუქი-ფაილი არის პატარა ფაილი, რომელიც ითხოვს ნებართვას, რათა განთავსდეს თქვენი კომპიუტერის მყარდისკზე. თქვენი თანხმობის შემდეგ ფაილი ემატება და ქუქი-ფაილი გეხმარებათ ვებ-ტრეფიკის გაანალიზებაში, ან გაცნობებთ, როდესაც ესტუმრებით კონკრეტულ საიტს. ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ვებ-აპლიკაციებს, რომ რეაგირება მოახდინონ თქვენზე, როგორც პიროვნებაზე. ვებ-აპლიკაციას შეუძლია საკუთარი ოპერაციების მისადაგება თქვენს საჭიროებებზე, იმაზე, თუ რა მოგწონთ და რა - არა, აგროვებს და იმახსოვრებს რა ინფორმაციას თქვენი პრეფერენციების შესახებ.

ჩვენ ასევე ვიყენებთ „Google Analytics“-ს, რათა დაგვეხმაროს იმის გააზრებაში, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს სერვისებს. Google Analytics-ის ქუქი-ფაილები არ აწვდის Lavendershop-ს რაიმე ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება. ეს გვეხმარება ვებ-ტრეფიკთან დაკავშირებული ინფორმაციის გაანალიზებაში და ჩვენი ვებ-გვერდის გაუმჯობესებაში, რათა მივუსადაგოთ იგი კლიენტთა საჭიროებებს. ამ ინფორმაციას ვიყენებთ მხოლოდ სტატისტიკური ანალიზის მიზნებისთვის.

Google Analytics-ის და თქვენი პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დააწკაპუნეთ აქ. ჩვენი ვებ-გვერდის პროდუქტებით სარგებლობისას Google Analytics-ის მიერ თვალყურის დევნებაზე უარის სათქმელად დააწკაპუნეთ აქ.

ზოგადად, ქუქი-ფაილები გვეხმარება თქვენთვის უკეთესი სერვისის მოწოდებაში, გვაძლევს რა იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ იმის მონიტორინგი, თუ რომელ გვერდებს თვლით სასარგებლოდ და რომელს - არა. ქუქი-ფაილი არანაირად არ გვაძლევს თქვენს კომპიუტერზე ან თქვენ შესახებ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებსაც თქვენი სურვილით გვიზიარებთ.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ქუქი-ფაილები ან უარი თქვათ მათ მიღებაზე. ვებ-ბრაუზერების უმეტესობა ავტომატურად იღებს ქუქი-ფაილებს, მაგრამ, ჩვეულებრივ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეცვალოთ ბრაუზერის პარამეტრები და უარი თქვათ ქუქი-ფაილებზე, თუ ასე გირჩევნიათ. ამან, შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ ჩვენი ვებ-საიტით სრულად სარგებლობაში.

ლოკალური შენახვა

გარდა ქუქი-ფაილებისა, ჩვენ ვიყენებთ ბრაუზერის ლოკალური შენახვის ტექნოლოგიას, რათა შევინახოთ თქვენი პრეფერენციები და თქვენი, როგორც მომხმარებლის გამოცდილება უფრო თანმიმდევრული გავხადოთ. ლოკალური შენახვა არის შენახვის მდგრადი ტიპი, რომელიც ქუქი-ფაილების მსგავსი ფუნქციონალობით ხასიათდება, თუმცა მისი შინაარსი, ქუქი-ფაილებისგან განსხვავებით, არ გადაიცემა ინტერნეტით.

ქუქი-ფაილების მსგავსად, თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ, თუ როგორ მუშაობს ადგილობრივი შენახვა თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში გლობალურ ან ვებსაიტის დონეზე. თქვენს ბრაუზერში ადგილობრივი შენახვის ფუნქციონალობის გათიშვა გამოიწვევს რუკის ფუნქციონალობის და ვებსაიტის სხვა მახასიათებლების დაკარგვას.

სხვა ვებგვერდების ბმულები

ჩვენი ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს სხვა საინტერესო ვებგვერდების ბმულებს. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ როდესაც თქვენ ამ ბმულებს იყენებთ ჩვენი ვებგვერდიდან გასასვლელად, ის სხვა ვებგვერდი ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის დაცვასა და კონფიდენციალურობაზე, რომელსაც თქვენ ასეთ გვერდებზე სტუმრობისას აწვდით და ასეთი გვერდების მართვა არ ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ამ განაცხადის შესაბამისად. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და გაეცნოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის განაცხადს, რომელსაც იყენებს შესაბამისი ვებგვერდი.

მესამე მხარეები

ჩვენ არ გავყიდით, არ გავავრცელებთ და არ მივაქირავებთ თქვენი პიროვნული ინდენტიფიცირების შემცველ ინფორმაციას მესამე მხარეებს, გარდა ამ პოლიტიკაში აღწერილი შემთხვევებისა, თუ არ გვექნება თქვენი ნებართვა, ან თუ კანონი არ მოითხოვს ამას.

ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის სერვის-პროვაიდერები ან ონ-ლაინ გადახდების დამუშავების მომსახურების მომწოდებლები, რათა გაგიწიოთ ჩვენს სერვისებთან დაკავშირებული მომსახურება და ხელი შევუწყოთ ჩვენ მიერ თქვენთვის მოწოდებულ სერვისებს. ამგვარად, ჩვენ შესაძლოა გავუმხილოთ ჩვენი ვებგვერდიდან აღებული პიროვნული იდენტიფიცირების შემცველი ინფორმაცია ასეთ მესამე მხარეებს - სერვის-პროვაიდერებს, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ მივცეთ მათ გარეშე მომსახურების შესრულების შესაძლებლობა.

ჩვენ შესაძლოა მივაწოდოთ სერვისით სარგებლობასთან დაკავშირებული ერთობლივი ანონიმური მონაცემები მესამე მხარეებს იმ მიზნებისთვის, რასაც, ჩვენი საკუთარი მოსაზრებით, შესაფერისად მივიჩნევთ, მათ შორის, Lavendershop-ზე რეკლამების შესაძლო განმთავსებლებს.

სოციალური ქსელების ფუნქციური ელემენტები

Lavendershop-ის ვებგვერდი იყენებს ისეთი კომპანიების მიერ მოწოდებულ სოციალური ქსელების ფუნქციურ ელემენტებს („სოციალური ფუნქციური ელემენტები“), როგორიცაა “Meta”, რომლებიც გეხმარებათ ვებ-შინაარსის უშუალოდ ვებგვერდებიდან სოციალური ქსელების პლატფორმაზე გაზიარებაში. სოციალური ქსელების ფუნქციური ელემენტების გამოყენებამდე მომხმარებლებს ვურჩევთ, რომ ეს გააკეთონ საკუთარი შეხედულებისამებრ და ასევე გაითვალისწინონ, რომ სოციალური ქსელების პლატფორმას შეუძლია თვალყური ადევნოს და შეინახოს თქვენი მოთხოვნა ვებგვერდის გაზიარების შესახებ, შესაბამისად, სოციალური ქსელების პლატფორმის თქვენი სამომხმარებლო ანგარიშიდან.

იმ გარე სოციალური ფუნქციური ელემენტების საშუალებით განხორციელებული კომუნიკაცია, ჩართულობა და ქმედებები, რომლებშიც მონაწილეობს ეს ვებგვერდი და მისი მფლობელები, რეგულირდება როგორც ამ პირობებითა და დებულებებით, ასევე, შესაბამისად, ყოველი სოციალური ქსელის პლატფორმის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით.

მომხმარებლებს ვურჩევთ ჭკვიანურად გამოიყენონ სოციალური ქსელების ფუნქციური ელემენტები და სათანადო სიფრთხილით და წინდახედულობით განახორციელონ კომუნიკაცია/ჩართულობა, საკუთარ კონფიდენციალურ და პირად დეტალებთან მიმართებით. არც Lavendershop-ი და არც მისი მფლობელები არასდროს არ მოითხოვენ პერსონალურ ან კონფიდენციალურ ინფორმაციას სოციალური ქსელების პლატფორმებიდან და არასოდეს წაახალისებენ კონფიდენციალური დეტალების განხილვის მსურველ მომხმარებლებს, რომ დაუკავშირდნენ მათ ძირითადი საკომუნიკაციო არხებით, როგორიცაა ტელეფონი ან ელ-ფოსტა.

თქვენი პირადი ინფორმაციის კონტროლი

თქვენ შეგიძლიათ შეზღუდოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება ან გამოყენება:

  • თუ თქვენ ადრე დაგვთანხმდით თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაზე პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის, შესაძლოა შეცვალოთ გადაწყვეტილება ნებისმიერ დროს და გამოგვიგზავნოთ ელ-წერილი მისამართზე info@lavendershop.ge.

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რათა გამოგიგზავნოთ სარეკლამო ინფორმაცია მესამე მხარეების შესახებ, რამაც, ჩვენი აზრით, შესაძლოა დაგაინტერესოთ, თუ თქვენ გამოთქვამთ ამის სურვილს და შეგვატყობინებთ თანხმობას.

თუ მიგაჩნიათ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გაგვაჩნია თქვენს შესახებ, არის არასწორი ან არასრული, გთხოვთ დაუყოვნებლივ გამოგვიგზავნოთ ელ-წერილი მისამართზე info@lavendershop.ge . ჩვენ სწრაფად ჩავასწორებთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც არასწორი აღმოჩნდება.

ცვლილებების  შეტანა  პერსონალურ  მონაცემთა  დაცვის  ამ პ ოლიტიკაში

შესაძლოა Lavendershop-ს დასჭირდეს ამ პოლიტიკის განახლება, რათა შეინარჩუნოს შესაბამისობა სერვისებში და ჩვენთან და თქვენთან მიმართებით მოქმედ კანონებში შეტანილ ცვლილებებთან. თუმცა ჩვენ ყოველთვის შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებას თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პატივისცემასთან დაკავშირებით.

ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ პოლიტიკის ნებისმიერ გადასინჯულვერსიას, ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას, რომ პერიოდულად შეამოწმოთ ეს გვერდი, რათა მიიღოთ ინფორმაცია ნებისმიერი ცვლილებების შესახებ.

ჩვენ მოგთხოვთ თანხმობას ამ ცვლილებებზე, თუ ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონი; სხვა შემთხვევაში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ Lavendershop-ის სერვისის სამომხმარებლო ანგარიშის შენარჩუნება ნებისმიერი ცვლილების შემდეგ ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ პოლიტიკას და თანახმა ხართ, დაიცვათ მასში გათვალისწინებული იურიდიულად მავალდებულებელი დებულებები. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პოლიტიკაში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას და არ გსურთ, რომ თქვენი ინფორმაცია დაექვემდებაროს გადასინჯულპოლიტიკას, უნდა დახუროთ თქვენი სამომხმარებლო ანგარიში ახალი პოლიტიკის ძალაში შესვლამდე.

როგორ გავაუქმოთ წევრობის სამომხმარებლო ანგარიში?

თუ გსურთ თქვენი წევრობის სამომხმარებლო ანგარიშის გაუქმება, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელ-წერილი იმ ელ-ფოსტის მისამართიდან, რომელიც უკავშირდება თქვენი წევრობის სამომხმარებლო ანგარიშს, მისამართზე: info@lavendershop.ge.
გარდა ამისა, ჩვენ უფლება გვაქვს გავაუქმოთ ნებისმიერი ანგარიში ნებისმიერ დროს, თუკი ამას მოითხოვს სამართლებრივი პროცედურა, ან თუკი ეს აუცილებელია თაღლითობასთან ან ჩვენი გამოყენების პირობების დარღვევასთან დაკავშირებული გამოძიებისთვის ან მესამე მხარეებისთვის ან მათი უფლებებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანთან დაკავშირებით.

როგორ დაგვიკავშირდეთ?

Lavendershop-ი მიესალმება თქვენს უკუკავშირს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუ გაქვთ შეკითხვები, კომენტარები ან პრობლემები ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე მოთხოვნის გამოგზავნის გზით: info@lavendershop.ge.

გადახდის მეთოდები

- პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

- გადახდა ადგილზე მიტანისთანავე

bottom of page