top of page

რა უნდა იცოდეთ უსუპის ეთერზეთის შესახებ

სამედიცინო რეცენზენტი: Debra Rose Wilson, Ph.D., MSN, R.N., IBCLC, AHN-BC, CHT


ავტორი: Kristeen Cherney, 2019 წლის 9 აგვისტო












ეთერზეთები მცენარის ფოთლების, ქერქისა და ყვავილების განმოპოვებულ მაღალაქტიურ კონცენტრატებს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ტიპის ეთერზეთი განსხვავდება მისი ქიმიური შემადგენლობითა და გამოყენების თვალსაზრისით, სუფთა ეთერზეთები შეიძლება ჩაითვალოს ისეთივე ძლიერმოქმედ საშუალებად, როგორიცაა ტრადიციული მედიკამენტები.

უსუპის ზეთი არის იმ მრავალ ეთერზეთთაგან ერთ-ერთი, რომელიც სულ მეტ პოპულარობას იძენს, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული ტრადიციული საშუალებების შესაძლო ალტერნატივა. მიუხედავად იმისა, რომ ზეთი კლასიფიცირდება როგორც "ბუნებრივი", ის მაინც იწვევს გვერდითი მოვლენების რისკს, განსაკუთრებით, პერორალური ან ადგილობრივად გამოყენებისას. შეიტყვეთ მეტი უსუპის ზეთისა და მისი უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ.


რას წარმოადგენს უსუპის ეთერზეთი? უსუპის (Hyssopus officinalis) ეთერზეთი მზადდება იმავე სახელწოდების მცენარის ყვავილებისა და ფოთლებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ მცენარე ფორმალურად ტუჩოსანთა ოჯახს ეკუთვნის, ყვავილები ლავანდის მსგავსიაქვს. ის ხალხური მედიცინის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ევროპის რეგიონებში, რომლებიც ამ მცენარის სამშობლოდ ითვლება. დღეს ალტერნატიულიმიმართულების პრაქტიკოსი სპეციალისტების მიერუსუპი უნივერსალურ ეთერზეთად მოიაზრება. ზეთს აქვს მადეზინფიცირებელი ეფექტის მქონე სურნელი, რომელშიც ერთმანეთს პიტნისა და ყვავილოვანი არომატები ერწყმის. იგი აგრეთვე სხეულის გამწმენდ საშუალებად ითვლება, რომელიც მრავალმხრივაა სასარგებლო.


უსუპის ზეთის სამკურნალო თვისებები

ითვლება, რომ უსუპის ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური და მასტიმულიზებელი სამკურნალო მოქმედება. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მის შემადგენლობაში შემავალ ძირითად ნივთიერებებთან, როგორებიცაა:

  • ტანინები

  • ფლავონოიდები

  • მწარე ნივთიერებები

  • აქროლადი ზეთები, როგორიცაა პინოკამფონი.


ქვემოთ მოცემულია უსუპის ეთერზეთის ყველაზე ხშირად რეკლამირებული სამკურნალო თვისებები. თუმცა მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, უმაგრებს თუ არა ზურგს ამ მოსაზრებებს მეცნიერული მტკიცებულებები.

ამსუბუქებს გაციების სიმპტომებს

ხალხურ მედიცინაში უსუპს ხშირად იყენებენ გაციების სიმპტომების შესამსუბუქებლად. როგორც იუწყებიან, ეთერზეთი ამცირებს ყელის ტკივილს და ხველას. ეს ალბათ მისი პიტნისეული თვისებებით არის განპირობებული. ზოგჯერ კიდევ ერთი პოპულარული ეთერზეთი - ბაღის პიტნის ეთერზეთი, გამოიყენება თავისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ. ამსუბუქებს ასთმას და რესპირატორულ სიმპტომებს ცხოველებზე ჩატარებული ზოგიერთი კვლევის თანახმად, გაციების სიმპტომების მკურნალობის გარდა, უსუპი შეიძლება გამოყენებულ იქნეს უფრო სერიოზული რესპირატორული დაავადებების შესამსუბუქებლად, როგორიცაა, მაგალითად, ასთმა. თუმცა არ უნდა გამოიყენოთ უსუპი, როგორც სამკურნალო საშუალება ძლიერი ხიხინისა და სუნთქვის გაძნელების დროს, ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

თუ თქვენ გაქვთ ასთმის შეტევა, პირველ რიგში, მიიღეთ გამოწერილი მედიკამენტები და მიაკითხეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკას.

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ანთება არის თქვენი სხეულის რეაქცია ჭრილობაზე ან ავადმყოფობაზე. თუმცა, დროთა განმავლობაში, ამ ბუნებრივმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი დაავადება და გართულებები. 2014 წელს თაგვებზე ჩატარებულ კვლევაში უსუპმა გამოამჟღავნა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. თუმცა მეტი კვლევებია საჭირო იმისათვის, რათა დადასტურდეს, რომ უსუპს აქვს ადამიანებისათვის სასარგებლო მნიშვნელოვანი ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

ანტიოქსიდანტური მოქმედება 2011 წელს უსუპის ქიმიურმა ანალიზმა გამოავლინა მისი მაღალპერსპექტიული ანტიოქსიდანტური თვისებები. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ მომავალში უსუპს შეიძლება სამკურნალწამლო გამოყენება ჰქონდეს, რადგანაც ანტიოქსიდანტებს შეუძლია შებრძოლება თავისუფალ რადიკალებთან, რომლებიც ოქსიდაციურ სტრესს იწვევს, რაც დაკავშირებულია ქრონიკულ დაავადებებთან - მე-2 ტიპის დიაბეტით დაწყებული, კიბოთი დამთავრებული. მეტი კვლევების ჩატარებაა საჭირო.


ებრძვის ინფექციას როგორც პოტენციურმა ანტიმიკრობულმა საშუალებამ, უსუპის ზეთმა შეიძლება იმოქმედოს, როგორც ბუნებრივმა ანტიბიოტიკმა გარკვეული ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს შეიძლება მოიცავდეს ზედა სასუნთქი გზების ინფექციას, საშარდე გზების ინფექციას და კანის ინფექციებს. 2008 წელს ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა უსუპის პოტენციური ანტივირუსული თვისებები, როგორიცაა, მაგალითად, ჰერპესული ინფექციების მკურნალობა.

ამცირებს კანის გაღიზიანებას ანტიბაქტერიულმა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებამ შესაძლოა უსუპის ზეთი აქციოს კანის მსუბუქი გაღიზიანების სამკურნალო საშუალებად, რაც მოიცავს მცირე დამწვრობებს, მცირე ჭრილობებს და მოყინვასაც კი; აგრეთვე შესაძლო სამკურნალო საშუალებად ეგზემის, ფსორიაზის და კანის სხვა ანთებითი დაავადებების დროს.

არომათერაპიის ხელის შემწყობი ფაქტორი ამჟამად წამყვან არომათერაპიაში ეთერზეთები გამოიყენება განწყობის ასამაღლებელი სურნელებისთვის, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახლში, ისე სამსახურში. უსუპს აფასებენ მისი გამწმენდი ეფექტის მქონე სურნელის გამო, რომელშიც ერთმანეთს ყვავილოვანი და მწარე არომატები ერწყმის. უსუპის ზეთის გვერდითი მოვლენები უსუპის ზეთი ხალხურ მედიცინაშისაუკუნეების განმავლობაში გამოიყენება, თუმცა ესარ ნიშნავს, რომ ის არ იწვევს გვერდით მოვლენებს. ადგილობრივად გამოყენებისას ზოგს შეიძლება განუვითარდეს ალერგიული რეაქციის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • წითელი გამონაყარი

  • კანის ქავილი

  • ჭინჭრის ციება

  • სიმშრალე და აქერცვლა

  • შეშუპება

  • ცემინება და სურდო


არ მიიღოთ უსუპის ზეთი პერორალურად. ამან შეიძლება გაზარდოს შემდეგირეაქციების რისკი:

  • გულისრევა

  • დიარეა

  • მუცლის ტკივილი

  • შფოთვა

  • ტრემორი

როგორ გამოვიყენოთ უსუპის ეთერზეთი უსუპის ეთერზეთს მრავალმხრივი მოხმარება აქვს, ადგილობრივად გამოყენებიდან არომათერაპიამდე.

ქვემოთ მოცემულია მისი გამოყენების ყველაზე გავრცელებული მეთოდები.

ადგილობრივად გამოყენება განაზავეთ უსუპის ზეთი საბაზისო ზეთით, როგორიცაა ქოქოსის ან ზეითუნის ზეთები. შემდეგ კანის მცირე ფართობზე დაიკარით კანის ალერგიული ტესტი და დაელოდეთ 24 საათის განმავლობაში, რათა ნახოთ, აქვს თუ არა თქვენს კანს რეაქცია ზეთზე. თუ რეაქცია არ იქნება, უსუპი შეიძლება გამოიყენოთ ადგილობრივად დღეში რამდენჯერმე, სანამ არ იგრძნობთ გაუმჯობესებას.

უსუპის აბაზანა და უსუპის საპონი უსუპს აქვს ფართო კომერციული გამოყენება, პარფიუმერული ნაწარმისა და საპნების ჩათვლით. უსუპის განზავებული ეთერზეთის გამოყენება აგრეთვე შეგიძლიათ აბაზანის გამდინარე წყალში, ანთების სამკურნალოდ და არომათერაპიისთვის. მოერიდეთ აბაზანაში ფეხის გასრიალებას. ფრთხილად ჩადით და გადმოდით აბაზანიდან.

კომპრესები უსუპის ეთერზეთით დამზადებული კომპრესები შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანის მცირე გაღიზიანების, მწერების ნაკბენის და კუნთების ან სახსრების ტკივილის დროს. კომპრესის მოსამზადებლად, უბრალოდ, გაათბეთ სველი ქსოვილის ხელსახოცი და დააწვეთეთ განზავებული ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.

დიფუზორის გამოყენება ან ინჰალაცია უსუპის ზეთის არომათერაპიისთვის გამოყენებისას დიფუზორი უზრუნველყოფს სურნელის შენარჩუნებას მთელი დღის განმავლობაში. ეს პატარა აპარატი იყენებს წყალს და რამდენიმე წვეთ ეთერზეთს არომატული ორთქლის ჰაერში გასაფრქვევად. ეთერზეთების სამკურნალო თვისებებით სარგებლობა აგრეთვე შეგიძლიათ უსუპის ზეთის პირდაპირ ბოთლიდან ჩასუნთქვით - ეს შეიძლება სასარგებლო იყოს ასთმისა და სხვა რესპირატორული სიმპტომებისთვის. ეთერზეთის გაფრქვევამდე ყოველთვის გაითვალისწინეთ შორიახლოს ფეხმძიმე ქალების, მეძუძური დედების, ბავშვებისა და შინაური ცხოველების არსებობა. ზოგიერთი მათგანისთვის ის შეიძლება იყოს ტოქსიკური. სიფრთხილის ზომები ეთერზეთები არ უნდა წაისვათ უშუალოდ კანზე. თავდაპირველად თქვენ უნდა განაზავოთ უსუპის ზეთი საბაზისო ზეთით, როგორიცაა ზეთისხილის, ქოქოსის ან ჟოჟობას ზეთები. არანაირი სახის ეთერზეთი არ წაისვათთვალთან ახლოს. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ არ მიიღოთ ეს ზეთი პერორალურად. ეთერზეთები არ არის განკუთვნილი შინაგანი მიღებისათვის, არამედ ისინი არომათერაპიისთვის გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ უსუპი გამოიყენება, როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლის სამკურნალო ხალხური საშუალება, მან, სინამდვილეში, შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები. უსუპის ზეთმა ასევე შეიძლება გააუარესოს კრუნჩხვითი დაავადებები ბავშვებში. უსუპის ზეთი არ არის რეკომენდებული ეპილეფსიით დაავადებულთათვის.

სად შევიძინოთ უსუპის ეთერზეთი უსუპის ეთერზეთი თავისუფლადაა ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვისთვის განკუთვნილი პროდუქტების, ასევე ჰომეოპათიური პრეპარატების მაღაზიებში და ბუნებრივი საშუალებებით სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრებში. ეთერზეთების ზოგიერთი ბრენდი ასევე ყიდის უსუპს პირდაპირი მარკეტინგის საშუალებით.

უსუპის ზეთის პროდუქტების შეძენა აგრეთვე შესაძლებელია ონლაინ.

დასკვნა უსუპის ზეთი შეიძლება აღმოჩნდეს "ბუნებრივი" საშუალება სხვადასხვა მიზნით გამოყენებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის ძლიერმოქმედი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ასევე შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების რისკი. უსუპის ზეთის ადგილობრივად გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.



უკანასკნელი სამედიცინო რეცენზირების თარიღი: 2019 წლის 9 აგვისტო.


54 views0 comments
bottom of page