top of page

ჩვენი პასუხები ლავანდის პლანტაციის შესახებ.

ბოლო დროს ჩვენ მრავალ შეკითხვას გვისვამენ ლავანდის პლანტაციის თაობაზე, ლავანდის ყვავილობის პერიოდის შესახებ და ა.შ.


ჩვენ შევეცდებით გიპასუხოთ განსაკუთრებით ხშირად დასმულ შეკითხვებზე.



























1. როდის იწყებს ლავანდა ყვავილობას?

ჩვენი ლავანდა იწყებს ყვავილობას ივნისის შუა რიცხვებში, დაახლოებით, 15-16 ივნისს. სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეებში გავხსნით ჩვენს პლანტაციას მნახველებისათვის.


2. რამდენხანს ყვავის ლავანდა?

ჩვენი ლავანდა 3-4 კვირის მანძილზე ყვავის. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: მზიანი დღეების რაოდენობაზე, წვიმაზე, ცალკე აღებული თითოეული ბუჩქის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. ივლისის პირველ რიცხვებში ყვავილობა, სავარაუდოდ, შეწყდება და ჩვენ დავხურავთ პლანტაციას მნახველებისათვის.


3. ჩვენ მოვდივართ მთელი ოჯახით (მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად). უნდა დავჯავშნოთ თუ არა სტუმრობა წინასწარ?

არა, ინდივიდუალურ მნახველებს არ მოეთხოვებათ სტუმრობის წინასწარ დაჯავშნა. ჩვენ ვგეგმავთ ყოველდღე მუშაობას და ვიზიტორების მიღებას 11-დან 17 საათამდე.


4. ჩვენ ტურისტული სააგენტო ვართ და თქვენთან მოგვყავს სტუმრები. უნდა დავჯავშნოთ თუ არა სტუმრობა წინასწარ?

დაჯავშნა არ არის საჭირო, მაგრამ გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინოთ სტუმრობის თარიღისა და დროის, სტუმრების რაოდენობის შესახებ. აგრეთვე ჩვენ დაბეჯითებით ვთხოვთ ტურის ორგანიზატორებს, წინასწარ მოამზადონ გადასახდელი თანხა.


5. ჩვენ ტურისტული სააგენტო ვართ და თქვენთან მოგვყავს სტუმრები. თქვენთან ჩამოსვლას ვგეგმავთ, მაგალითად, 4 ივლისს (5 ივლისს, 6 ივლისს და ა.შ.). იყვავილებს თუ არა ამ დღეებში ლავანდა?

ჩვენ ვერ მოგცემთ ვერავითარ გარანტიას. თუ ყვავილობა შეწყვეტა ჩვენი აზრით, მაგალითად 4 ივლისისს, ჩვენ ამის შესახებ შეტყობინებას დავდებთ ჩვენი ფეისბუკის და ინსტაგრამის გვერდებზე, ასევე ჩვენს ვებგვერდზე: www.visitnukrianilavender.ge . ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ თქვენ მოიყვანთ პლანტაციაზე თქვენს ტურისტებს თქვენივე პასუხისმგებლობის ქვეშ.


6. ჩვენ მოვედით თქვენთან 18:40 (ან 19:10) საათზე, მაგრამ არ შემოგვიშვეს. რატომ?

18:30-დან 20:30 საათამდე ჩვენ გამოვყავით დრო პროფესიონალური ფოტოსესიებისთვის. ფოტოსესიების ჩატარებისას მინდორი მთლიანად არენდატორს ეთმობა და, ხელშეკრულების მიხედვით, იქ არ უნდა იმყოფებოდნენ უცხო პირები.


7. რა ღირს მინდვრის დაქირავება ფოტოსესიების მოსაწყობად?

მინდვრის დაქირავება ფოტოსესიების მოსაწყობად ღირს:

-18:30 დან 20:30 სათამდე - 200 ლარი.


8. ჩვენ გვსურს ფოტოსესიის მოწყობა 8:00-დან 9:30 საათამდე. როგორ უნდა მოხდეს ამისი ორგანიზება და რა ეღირება მინდვრის დაქირავება?

გთხოვთ წინასწარ დაჯავშნოთ ნებისმიერი ფოტოსესიის მოწყობის დრო. იჯარის ღირებულება არასამუშაო საათებში განიხილება ინდივიდუალურად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.


9. გყავთ თუ არა ფოტოგრაფი ფოტოსესიების მოსაწყობად?

არა, ჩვენ არ გვყავს ფოტოგრაფი.


10. პლანტაციაში შესვლა ფასიანია თუ არა?

დიახ, შესასვლელი ბილეთის ფასია 5 ლარი. სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის შესვლა უფასოა.


11. არის თუ არა მინდორში ან სადმე მის მახლობლად კაფე, ტუალეტი?

მარკეტი და ტუალეტი არის Socar-ის ბენზინგასამართ სადგურზე სოფ.ჩალაუბანში.


12. როგორ მოგაგნოთ? სად მდებარეობს ზუსტად მინდორი?

ჩვენი ზუსტი ადგილმდებარეობა შეგიძლიოთ მოიძიოთ ვებგვერდზე: www.visitnukrianilavender.ge


გაეცანით ჩვენს წესებსა და პირობებს:

- გთხოვთ არ დაჯდეთ და არ გადაწვეთ ლავანდის ბუჩქებზე, ასევე სხვა მცენარეებზე, რომლებიც იზრდება პლანტაციაში.

- გთხოვთ არ დაკრიფოთ ყვავილები.

- გთხოვთ არ ამოთხაროთ ლავანდის ბუჩქები და სხვა მცენარეები, რომლებიც იზრდება პლანტაციაში.

- გთხოვთ თან იქონიოთ სასმელი წყლის მარაგი.

- გთხოვთ იქონიოთ თავსაბურავი მზისაგან თავის დასაცავად.

- გთხოვთ ჩაიცვათ შესაფერისი ფეხსაცმელი.

- გთხოვ გაითვალისწინოთ, რომ პლანტაცია კერძო ტერიტორიაა და ჩვენ გარეშე პლანტაციაში შესვლა აკრძალულია.

188 views0 comments

Yorumlar


bottom of page