top of page

ტაიარინის* (Tajarin) პასტა სალბის კარაქით



შეძლებისდაგვარად, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველაზე ნოყიერი, ახალი კვერცხით მომზადებული პასტა (მაკარონი) იტალიის, პიემონტის ამ საფირმო კერძის გასაცოცხლებლად. კერძი წარმოუდგენლად მარტივი მოსამზადებელია, სჭირდება მხოლოდ 15 წუთი.














  • დამუშავებისა და მომზადების დრო დამუშავება: 5 წთ მომზადება: 10 წთ

  • მოსამზადებლად - მარტივი.

  • პორციების რაოდენობა - 4.

  • ვეგეტარიანული.

კვებითი ნივთიერებები: ერთ პორციაზე

  • 458 კკალ

  • 23 გრ ცხიმი

  • 14 გრ ნაჯერი ნახშირწყალბადები

  • 49 გრ ნახშირწყლები

  • 2 გრ შაქრები

  • 3 გრ უჯრედისი

  • 11 გრ პროტეინი

  • 0,6 გრ მარილი

ინგრედიენტები:

  • 100 გრ კარაქი

  • პატარა შეკვრა სალბის მოკრეფილი ფოთლები

  • 100 მლ ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი

  • ½ ლიმონი, გამოწურული

  • 350 გრ ახალი კვერცხით მომზადებული ტალიერინი (ან ახალი კვერცხით მომზადებული ტალიატელი ან ლინგვინი)

  • გახეხილი პარმეზანი (ან ვეგეტარიანული ალტერნატივა), სუფრაზე მიტანისწინ.


მეთოდი

  • ნაბიჯი 1. გაადნეთ კარაქი ტაფაზე. დაუმატეთ სალბის ფოთლები, შემდეგ ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ კარაქი არ მიიღებს თხილისებურ შეფერილობას და გაუშვებს ბისკვიტის სურნელს. ამოიღეთ სალბის ფოთლები და გადადეთ გვერდზე. დაუმატეთ ბულიონი და ნახევარი ლიმონის წვენი. კარგად ათქვიფეთ.

  • ნაბიჯი 2. დიდი ქვაბით მარილწყალი მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაყარეთ მაკარონი და მოხარშეთ შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად. შემდეგ გამოიყენეთ სამზარეულოს მაშები ან სპაგეტის კოვზი მაკარონის კარაქიან ტაფაზე გადასატანად. კარგად აურიეთ. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ თითო კოვზი მაკარონის ნახარში წყალი სოუსის განსაზავებლად/ გასახსნელად. დაამატეთ კვლავ ლიმონის წვენი და სანელებლები გემოვნებით.

  • ნაბიჯი 3. გაანაწილეთმაკარონიკერძისთვის განკუთვნილ თბილჭურჭელში, დაადეთ სალბისფოთლები, მოაყარეთ ბლომად შავიპილპილიდაპარმეზანიდა მიირთვით.

კარგადეხამება შემდეგ კერძებს:

  • „Baci di dama“ („ქალის კოცნა“)**

  • „Grilled radicchio with fontina“ („გრილზე შემწვარი რადიკიო ფონტინათი“)***

  • „Beef in Barolo“ („საქონლის ხორცი ბაროლოში“) ****

რეცეპტი ჟურნალიდან „GoodFoodMagazine“, 2018 წლის თებერვალი.


*Tajarin (ტაიარინი), ტალიოლინის ან ტალიარინის სინონიმი პიემონტეს დიალექტზე არის სპაგეტის მსგავსი გრძელი, თხელი ატრია, თუმცა მათი მსგავსება მხოლოდ ფორმით ამოიწურება. სპაგეტი ჩვეულებრივ "ღარიბი" კერძია, რომელიც მხოლოდ ფქვილისა და წყლისაგან მზადდება; ტაიარინი კი გაცილებით ნოყიერია, მზადდება არა წყლისგან, არამედ კვერცხის გულებისა და მცირე ოდენი ზეითუნის ზეთისაგან.

** Baci di dama, რაც ნიშნავს „ქალის კოცნას“, არის ტრადიციული კარაქის ცომით მომზადებული თხილის ნამცხვრები, რომელთა შორისაც მოთავსებულია შოკოლადისა და თხილის სპრედის წასმული ფენა. მისი მომზადება დაიწყეს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თხილით განთქმული პიემონტის ქალაქ ტორტონას საკონდიტროებში.

*** Radicchio (რადიკიო) არის წითელი სახეობის ვარდკაჭაჭა ჭრელი ფოთლებით, რომელიც გამოიყენება, როგორც სალათის ბოსტნეული. Fontina (ფონტინა) ყველია, რომელიც, სტრუქტურის თვალსაზრისით, არის ნახევრად რბილი ან მაგარი, გემოზე კი -რბილი ან საშუალო სიმკვეთრის.

**** Barolo (ბაროლო) იტალიური წითელი მშრალი ღვინოა.


7 views0 comments

Comments


bottom of page