ავტორი: Wendy Robbins,
AromaWeb-ისდამფუძნებელიდაავტორი,
სერტიფიცირებული AROMA (American College of Healthcare Sciences)
BBA (Ross School of Business at the University of Michigan, Ann Arbor).
მიუხედავადიმისა, რომ წლების განმავლობაშისიამოვნებით ვმუშაობდი სალბის ეთერზეთზე, ასევე გამოვიყვანე სალბის სხვადასხვა ჯიში დაშევქმენი ნარევები და ნაყენები, სალბის ჰიდროსოლთანმუშაობა მოცემულ მომენტში ახალია ჩემთვის.
სალბის ჰიდროსოლს (Salvia officinalis), რომელზეც მე ვმუშაობ, აქვს არომატი, რომელიც ძლიერ ჰგავსახალი ბალახის არომატს, ძალიან სასიამოვნოდა ბალახოვანია.
ემოციურითვალსაზრისით, მე ვთვლი, რომ სალბის ჰიდროსოლი ენერგიის მომცემი და ხასიათისგამაუმჯობესებელია. ეს შესანიშნავი დამატებაა ოთახის აეროზოლებზე, რომლებიც განკუთვნილია, დაგვეხმაროს სიფხიზლისა და კონცენტრაციის შენარჩუნებაში.
სალბისჰიდროსოლის პოტენციური სარგებლობის შესახებ ინფორმაციის მისაღებადიხილეთ ჰიდროსოლის ექსპერტების Suzanne Cattyდა Len და Shirley Price ციტატები, მოცემული ქვემოთ, “გამოყენებისა და მიღების” განყოფილებაში.
ბოტანიკური დასახელება:
Salvia officinalis
არომატის ინტენსივობა:
საშუალო
შენახვის ვადა:
2 წლამდე, სათანადოდ შენახვის პირობებში (რეკომენდებულია დაბალ ტემპერატურაზე შენახვა).
ცნობილი თვისებები, გამოყენება და მიღება
Suzanne Catty აცხადებს, რომ სალბის ჰიდროსოლი არის შემკვრელი ნივთიერება და შესაფერისია ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის. მასაჟის დროს და აეროზოლის გამოყენებისას იგი ითვლება სისხლის მიმოქცევის სტიმულატორად. ის ხელს უწყობს ჰორმონების და ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაბალანსებას და შეიძლება სასარგებლო იყოს მენოპაუზის, წინამენსტრუალური სინდრომისა და მენსტრუალური სპაზმების სიმპტომების შესამსუბუქებლად. Catty ვარაუდობს, რომ თუ სალბის ჰიდროსოლის გამოყენება მოხდება ლიმფური კვანძების შეშუპების საწყის სტადიაზე, მას შეუძლია ხელი შეუწყოს შეშუპების ხარისხის შემცირებას. იგი ასევე მიუთითებს, რომ სალბის ჰიდროსოლი შეიძლება ეფექტიანი იყოს იღლიისა და ფეხის ოფლიანობის შესამცირებლად, განსაკუთრებით, თუ ოფლიანობა დაკავშირებულია დისბალანსთან პარასიმპათიკურ/სიმპათიკურ ნერვულ სისტემაში. [Suzanne Catty, Hydrosols: The Next Aromatherapy (Rochester, VT: Healing Arts Press, 2001), 127-128.].
Len და Shirley Price აცხადებენ, რომ სალბის ჰიდროსოლი, რომელსაცმათ ანალიზიჩაუტარეს,შედგება 50-55% ევკალიპტოლისგან, 37-55% კეტონებისა და 5-6% სპირტებისაგან (ეს განზომილებათა დიაპაზონი არ მოიცავს ჰიდროსოლში არსებულ წყალს) და გააჩნია შემდეგი თვისებები: “ტკივილგამაყუჩებელი, ანტიკოაგულანტი, ინფექციის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ბაქტერიციდული, დამამშვიდებელი, შეხორცების ხელშემწყობი, დეკონგესტანტი (შეგუბების საწინააღმდეგო), საჭმლის მომნელებელი, ამოსახველებელი, ლიპოლიტური (ცხიმების დამშლელი), მუკოლიზური (ლორწოს გამათხელებელი), სედატიური, მასტიმულირებელი საშუალება" [Len Price and Shirley Price, Understanding Hydrolats: The Specific Hydrosols for Aromatherapy: A Guide for Health Professionals (London: Churchill Livingstone, 2004), 140.]
ინფორმაცია უსაფრთხოების ზომების შესახებ
წაიკითხეთ AromaWeb-ზე მითითებები ჰიდროსოლის უსაფრთხოების შესახებ.
მოერიდეთ სალბის ჰიდროსოლის მიღებას მაღალი წნევის დროს და ორსულობის პირველ ტრიმესტრში. [Suzanne Catty, Hydrosols: The Next Aromatherapy (Rochester, VT: Healing Arts Press, 2001), 127-128.]
ამ განყოფილებაში მოწოდებული ინფორმაცია ჰიდროსოლის შესახებ და უსაფრთხოების ზომები განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. მონაცემები არ ითვლება ამომწურავად და სიზუსტე არ არის გარანტირებული.
Komentáre