top of page

ლავანდის ჰიდროსოლი (ჰიდროლატი)

ავტორები: Georgie Smith and Sarah Richards.

[...]

თანამედროვე არომათერაპიის განვითარების პროცესში, ჩევეულებრივ, უარს ამბობდნენ ჰიდროსოლებზე, როგორც გამოხდის პროცესის თანამდევ ნარჩენ პროდუქტზე, უფრო მაღალაქტიური ეთერზეთის სასარგებლოდ.


















გამოხდის გზით მიღებულ ყოველ რამდენიმე უნცია კონცენტრირებულ, სუფთა ეთერზეთზე მოდის აგრეთვე რამდენიმე მოზრდილი სავსე დოქი “ეთეროვანი წყალი“.

თუმცა ყოველივე ეს შეიცვალა, როდესაც არომათერაპევტები და პროფესიონალები მიხვდნენ საკუთრივ ჰიდროსოლების, კერძოდ, ლავანდის ჰიდროსოლის უპირატესობებს.

ორთქლით გამოხდის პროცესში გამოიყენება ორთქლი და სითბო ლავანდის "ეთეროვანი" კომპონენტების გამოსათავისუფლებლად.


რატომ უნდა გამოვიყენოთ ლავანდის ჰიდროსოლი და არა ლავანდის ეთერზეთი?

ნაკლებად კონცენტრირებული სულაც არ ნიშნავს ცუდს.


არსებითად, ეთერზეთების ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ძალიან მაღალაქტიურია (მაგ., ისინი გამხსნელებია, შესაბამისად, მათ შეუძლია ზეთის საღებავების გახსნა)!

ჰიდროსოლებს, კერძოდ, ლავანდის ჰიდროსოლებს, მრავალმხრივი (მაგრამ, ეთერზეთისგან განსხვავებით, არა ყოველმხრივი) პრაქტიკული გამოიყენება აქვს. ისინი უბრალოდ გამოიყენება უფრო მცირე, უსაფრთხო დოზებით.

რამდენადაც ჰიდროსოლები წყალში ხსნადია, ისინი ადვილად იხსნება წყალთან დაკავშირებული პროცედურების დროს - როგორიცაა აბაზანის მიღება, განსხვავებით ეთერზეთებისაგან, რომლებიც წყლის ზედაპირზე იტივტივებს და არ გაიხსნება. გარდა ამისა, თერაპევტები ხშირად გვირჩევენ ეთერზეთების გამოყენებისას, პირველ რიგში, მათ (ზომიერად) დატანას „გადამტან ზეთში“ ეფექტის შესამცირებლად.

მეორე მხრივ, ჰიდროსოლების მოხმარება უფრო მარტივი და უსაფრთხო გზაა არომათერაპიის გამოყენების დაწყებისას და ხშირად რეკომენდებულია, როგორც „პირველი არჩევანი“ ეთერზეთების მოქმედების გარშემო ექსპერიმენტირების დროს. ეს ხდის მათ უფრო უსაფრთხოს საყოფაცხოვრებო და არაპროფესიონალური გამოყენებისას. არომათერაპიის პროფესიონალებიც კი ხშირად ირჩევენ ჰიდროსოლებს, როგორც პირველ მეთოდს მკურნალობის პროცესში.

ლავანდის ჰიდროსოლი ასევე შეიძლება იყოს იმავე "ლავანდის" ეფექტის მიღების საშუალება, ეთერზეთთან შედარებით, გაცილებით დაბალ ფასად. ჰიდროსოლი ბუნებრივად განზავებულია და არ არის საჭირო შემდგომი წყლის დამატება ან შერევა სხვა ნივთიერებებთან.


ლავანდის ჰიდროსოლის გამოყენების გზები

მსუბუქი ჭრილობების ან დაბეჟილობის მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ დასავლური მედიცინა სერიოზულად არ აღიქვამს ჰიდროსოლებს, იუწყებიან, რომ ისინი დადებითად მოქმედებს მცირე ჭრილობებზე. ევროპელები, ტრადიციულად, ინახავენ ლავანდის ეთერზეთის პატარა ბოთლს თავის სამზარეულოში. ლავანდის ჰიდროსოლი ეფექტიანია კანის დაბეჟილობისა და ჭრილობების ჩამოსაბანად, გასაწმენდად და შეხორცების დასაჩქარებლად.

კანის ქავილი მზის და მწვრობის ან ქარის ზემოქმედების შედეგად, ან ეგზემა, სიმშრალე და დაბერება.

გამაგრილებელი მატონიზებელი საშუალება, რომელიც ამშვიდებს კანის ქავილს. ასევე ეფექტიანია საფენების განჩახურებისას გამოწვეული გამონაყარის დროს!


კანის ტონერი

ბევრი ადამიანი იყენებს ლავანდას და სხვა ჰიდროსოლებს კანის გამაგრილებელი ტონერის შესაქმნელად, რომელიც აახალგაზრდავებს და ატენიანებს; ან ამატებს მას შინდამზადებულ კანის მოვლის კრემებში დამატებითი სარგებლის მისაღებად.


აბაზანები და საშხაპეები

ლავანდის ჰიდროსოლი შეიძლება დაემატოს აბაზანის წყალს (ლავანდის ეთერზეთის მსგავსად) ანალოგიური ეფექტით, რაც უზრუნველყოფს დამამშვიდებელ ყვავილოვან შეგრძნებებს; ან გამოიყენეთ როგორც შხაპის დროს ტანზე შესაპკურებელი საშუალება!


სახლის გენერალური დასუფთავებისთვის, ფანჯრების ჩათვლით

რბილი სადეზინფექციო საშუალება - ლავანდის ჰიდროსოლი შესანიშნავია ყველა სახის მყარი ზედაპირისათვის. აგრეთვე ის არ ტოვებს ზოლებს და შესანიშნავად ასუფთავებს ფანჯრებს, მინას, კომპიუტერისა და ტელევიზორის ეკრანებს. ზოგიერთი მძღოლი ათავსებს მას მანქანის ფანჯრების სარეცხ ავზში, ასე რომ, ყოველ ჯერზე, როცა ისინი აშხეფეებენ წყალს საქარე მინას, მას ლავანდისა და სუფთა მინის სუნი უდის.


ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად

ლავანდის ჰიდროსოლი არის სრულიად უსაფრთხო პროდუქტი ახალი ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად.


მწერების მოშორება

ლავანდის ჰიდროსოლი ცნობილია იმით, რომ აფრთხობს ისეთ გავრცელებულ მწერებს, როგორიცაა ბუზები, დროზოფილები, ობობები და ჭიანჭველები ისეთ საყოველთაო ადგილებში, როგორიცაა დახლები, ნიჟარები და ნაგვის ურნები.


მცენარეების სპრეი

გამოიყენეთ ლავანდის ჰიდროსოლი როგორც ოთახის, ისე ბაღის მცენარეებისათვის, რათა თავიდან აიცილოთ ბუგრები და, კერძოდ, ჭიაფერები.


თუმცა საუკეთესო რამ ლავანდის ჰიდროსოლის გამოყენებასთან დაკავშირებით ისაა, რომ მას მშვენიერი სუნი აქვს (ცხადია, ვიცით; და მაინც ეს ასეა!).

38 views0 comments

Comments


bottom of page